ჩვენ შესახებ


დღეს ისი-პარის ქსელში 19 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი-პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. 

ისი-პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

მიწოდება

კვლავ თქვენთან ერთად! 11 მაისიდან, ორშაბათიდან, „ისი პარი“-ს ყველა ფილიალი, გარდა სავაჭრო ცენტრებში მდებარე მაღაზიებისა, განაგრძობენ მუშაობას უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით! სამუშაო საათები ორშაბათი - კვირა, 10:30 – 19:00 სთ-მდე! შეგახსენებთ, რომ მაღაზიაში სტუმრობისას აუცილებელია გეკეთოთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია! ერთდროულად 3 მომხმარებელზე მეტი, არ დაიშვება! ასევე, კვლავ გრძელდება ადგილზე მიწოდების სერვისი. კონსულტაციისათვის და შენაძენის გასაკეთებლად დაგვიკავშირდით ყოველდღე 11:00 - 20:00 სთ-მდე, “ისი პარი“-ს ცხელი ხაზის ნომერზე. 032 2201718

CLOSE

სიახლეები

IMG

კანის დიაგნოსტიკა "ისი-პარი"-ში

ვრცლად
IMG

Calvin Klein Women

ვრცლად
IMG

განახლებული ფილიალი ქუთაისში

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა:


img img
CLOSE


  ისი პარის მომენტალური და სუპერ-პრიზების გათამაშების შედეგების დეტალურ სიას იხილავთ ლინკზე: https://drive.google.com/drive/folders/1-cYBcbMKARIX8FMaJmD-UNuwU7us66Pr?usp=sharing

მოგებული ბილეთები👇🏻

🎫5000 ლარიანი ისი პარი-ს სასაჩუქრე ვაუჩერი - N097169;
✈️6000 ლარიანი ტურისტული ვაუჩერი N178683;
💶1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში N101967;
🚗Toyota C-HR, 2019 წლის უახლესი ავტომობილი N092082.

მოგებული ბილეთის მფლობელებმა 2020 წლის 26 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით შეტყობინება უნდა გააკეთონ და გაიარონ რეგისტრაცია პირადად:
თბილისში: პეტრე სარაჯიშვილის 17ა (ისი პარი-ს სათაო ოფისი)
რუსთავი - შარტავას გამზ. #3
ქუთაისი - თამარ მეფის გამზ. 10
ბათუმი - ფარნავაზ მეფის 34/46
ფოთი - აღმაშენებლის გამზ. 14
სუპერპრიზების გაცემა მოხდება გათამაშებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ბილეთის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 დღისა, მისამართზე: თბილისი, პეტრე სარაჯიშვილის 17ა (ისი პარი-ს სათაო ოფისი)
ხოლო ავტომანქანას გამარჯვებული მიიღებს კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს სერვისცენტრში, მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #6
პრიზები გაიცემა მოგებული ბილეთის წარმომდგენზე. ბილეთის დაკარგვის ან არ წარმოდგენის შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა.

სუპერპრიზის მისაღებად გამარჯვებული პირადად უნდა გამოცხადდეს მითითებულ მისამართებზე, წარმოადგინოს მოგებული ბილეთი და პირადობის მოწმობა. მოგებათა გაცემის ცხრილში მისი მონაცემების შეტანის შემდეგ იგი ბილეთს გადაცემს კომპანიის თანამშრომელს, რის შემდეგაც შემოწმდება ბილეთის ნამდვილობა. ნამდვილობის შემთხვევაში ბილეთი რჩება წამახალისებელი გათამაშების მომწყობს, ხოლო გამარჯვებული მიიღებს პრიზს.
პრეტენზიების განხილვის ვადაა გათამაშებიდან 10 კალენდარული დღე, მის: ქ. თბილისი, პეტრე სარაჯიშვილის 17ა შპს „პრესტიჟი“-ს სათაო ოფისი.
გამარჯვებულებს პრიზის ნაცვლად ფული არ გადაეცემათ.